მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში, ანსამბლმა ,,მართვემ” სოლო კონცერტი გამართა

დღეს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლმა ,,მართვემ” სოლო კონცერტი – ,,ეს სიმღერაა საქართველოსი” – გამართა.
ღონისძიებაში, ანსამბლის მომღერალთა, მოცეკვავეთა და ხალხური საკრავთა მიმართულების საკონცერტო შემადგენლობა მონაწილეობდა.
,,მართვეს” სამხატვრო ხელმძღვანელია მიშო ჯავახიშვილი .
საღამოს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწვლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრმა, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ ,,მართვესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიზანია ერთობლივი პროექტების განხორციელება, თეატრალური, ქართული ხალხური და ინსტრუმენტული მუსიკის სფეროების განვითარება.
45 წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლ „მართვეს“ შესახებ:
ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ 1978 წელს, თბილისის განათლების სამმართველოს ბავშვთა საერთაშორისო ფოლკლორული ცენტრის ბაზაზე, დიდი ქართველი მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის და წარსულში ამავე ცენტრის დირექტორის, ნათელა ჯიღაურის ინიციატივით დაარსდა.
45 წლის განმავლობაში, „მართვემ“, მდიდარი რეპერტუარით, დიდი და საინტერესო შემოქმედებითი ბიოგრაფია შექმნა.
ანსამბლი, არაერთი სახელმწიფო პრემიისა და საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.
2022 წელს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ანსამბლს დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა და მას სათავეში გამორჩეული ხელოვანი, მიშო ჯავახიშვილი ჩაუდგა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

სექტემბერი 2024
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
Skip to content