სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მიმდინარე სამუშაო კვირა, ორშაბათის თათბირით დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერმა, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან და მოადგილესთან, ნანა ზარანდიასთან ერთად, პირველადი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისგან, განხორციელებული, ამ ეტაპზე მიმდინარე პროექტებისა და არსებული გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო სექტორებში დაგეგმილ პროექტებს, ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობას.
ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარეობს: სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტები; ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გათვალისწინებული სამუშაოები – 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში; 3 საჯარო სკოლის – სენაკის მეორე, უშაფათის და ხორშის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის პროექტები; 4 საბავშვო ბაღის – ფოცხოს, ძველი სენაკის, ლეძაძამეს და ელიავას ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღების მშენებლობის მასშტაბური სამუშაოები.
ვახტან გადელიამ, მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის გზებზე ისაუბრა, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული მითითებები გასცა.