მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

31 წელო – სოხუმის დაცემის დღიდან…

სოხუმის დაცემისა და ჟიული შარტავას გმირული დაღუპვიდან 31-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ხახუბიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან უჩანეიშვილმა, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სკვერში – საქართველოს ეროვნული გმირების – გენო ადამიას, გურამ გაბისკირიას, ნოდარ კანკიას ბიუსტები და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში გაიმართა თემატური ღონისძიება; მიხეილ ქურდოვანიძის სახელობის საჭადრაკო კლუბში – ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია საჭადრაკო ტურნირი.
სოხუმის დაცემის 31-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

სექტემბერი 2024
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
Skip to content