#ტურისტული_ხელმისაწვდომობის კუთხით, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული არქეოლოგიური, არქიტექტურული, რელიგიური დანიშნულების ობიექტებისა და ბუნების ძეგლებამდე მისასვლელი მარშრუტები საინფორმაციო მიმართულების მანიშნებელი დაფებით აღიჭურვა.

საინფორმაციო მიმართულების მანიშნებელი დაფები მოეწყო საქართველოს ტექნიკური რეგლამენტის – „საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის შესახებ“ სტანდარტის მიხედვით.
ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტის ღირებულებამ 34 546 ლარი შეადგინა.
სენაკის მუნიციპალიტეტში, #ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 105 არქეოლოგიური, ისტორიული და არქიტექტურული ძეგლი და ობიექტია გამოვლენილი, რომელთაგან 3 – ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსის მატარებელია.
ბოლო წლების მანძილზე, #ტურისტული_ინფრასტრუქტურის_განვითარების_კუთხით, უპრეცედენტო მასშტაბის პროექტები #განხორციელდა, #მიმდინარეობს და #იგეგმება, რაც ტურისტული მიზიდულობის კუთხით, თვისობრივად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
სენაკის მუნიპალიტეტში არსებული კულტურულ-ისტორიული ძეგლების/ობიექტების პასპორტიზაცია;
ისტორიულ ძეგლებსა და ტურისტულ საინფორმაციო დაფებზე QR კოდების განთავსება;
წლის ნებისმიერ სეზონზე აქტუალური და მოთხოვნადი ტურისტულ – საინფორმაციო პროდუქტის – ბრენდირებული ტურისტული რუკის მომზადება;
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – საკალანდარიშვილოს ციხეზე – განათების ახალი სისტემისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.