მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ჯანმრთელობის განვითარების ცენტრის რეაბილიტაცია დასრულებულია

სენაკის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის განვითარების ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია.
დღეიდან ცენტრი, სპეციალური საჭიროებების მქონე მოზარდებს, განახლებულ და კეთილმოწყობილ გარემოში მიიღებს.
ცენტრი მზადაა, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შესაბამის სტუქტურებთან აქტიური თანამშრომლობით, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი აუტისტური სპექტრის მოზარდებისთვის თანამედროვე სტანდარტების სერვისების მიწოდებას.
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნატალია ხუბუა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჯანმრთელობის განვითარების ცენტრის დირექტორს, ნინო გვიჩიას და ცენტრის მესვეურებს შეხვდნენ, არსებულ საჭიროებებსა და ამ მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო ხედვებზე ისაუბრეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეგისტრირებული აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდების განვითარების სტიმულირების, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის, ბავშვებისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით, 2023 წლიდან ახორციელებს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას, რომლის მიზანია შემეცნებითი, სოციალურ -ემოციური, სოციალური განვითარების, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
აღნიშნული პროგრამა თავის მხრივ მოიცავს – საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური გუნდის რამდენიმე სპეციალისტის მიერ, ბენეფიციარისთვის ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად, კომპლექსური თერაპიის მიწოდებას.
მიმდინარე წელს, პროგრამის ბიუჯეტი 120 000 ლარამდე გაიზარდა. ამ ეტაპისათვის, პროგრამის ფარგლებში, მომსახურებას 31 მოზარდი იღებს.
ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, მთელი საბიუჯეტო წლის განმავლობაში, აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდებისთვის, გათვალისწინებულია ინდივიდუალური ფინანსური დახმარება.
მიმდინარე წლიდან, პროექტის – „საჭიროების მქონე ბავშებისთვის ADOS -ის კვლევის დანერგვა მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რისკის მქონე მოზარდებისთვის, მუნიციპალიტეტში, ხელმისაწვდომი გახდა ,,ოქროს სტანდარტად“ აღიარებული ADOS -ის კვლევის ადგილზე ჩატარება, დიაგნოზის დროული დასმა და მკურნალობის/რეაბილიტაციის დაწყება.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2024
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  
Skip to content