მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

შეხვედრა სენაკელ ჩემპიონებთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, ტაეკვანდოს აზიის ჩემპიონატში (ICTF) გამარჯვებულ სპორტსმენებს, სენაკელ ჩემპიონებს და მათ მწვრთნელს, საქართველოს ტაეკვანდოს ICTF ფედერაციის პრეზიდენტს, ლაშა ჯოლოგუას შეხვდნენ, მოპოვებული გამარჯვება მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.
ოქტომბრის თვეში, ქალაქ ტაშკენტში, გაიმართა აზიის ჩემპიონატი ტაეკვანდოში (ICTF), რომელშიც საქართველოს სახელით, ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, სამმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და სამივემ წარმატებულად იასპარეზა – პირველი ადგილი მოიპოვეს.
ბავშვთა ასაკობრივ კატეგორიაში ჩემპიონები გახდნენ: ლუკა სიჭინავა, იოანე გოგოლიშვილი და ნიკოლოზ გაბედავა.
,,საამაყოა, რომ ჩვენს ქალაქს კიდევ სამი ჩემპიონი ჰყავს, ამჯერად – ტაეკვანდოში. მოპოვებულ გამარჯვებას გულითადად ვულოცავ ლუკა სიჭინავას, იოანე გოგოლიშვილს, ნიკოლოზ გაბედავას და მწვრთნელს, ლაშა ჯოლოგუას. მათ შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ” – განაცხადა შეხვედრისას სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ნოემბერი 2024
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  
Skip to content