საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის – ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, დღეს, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მასთან არსებული მასწავლებელთა ასოციაციის – ,,განათლების ელჩები” ორგანიზებით, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის 41 წარჩინებული სენაკელი მოსწავლე, პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა.
მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს: სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ელისო შურღაიამ.
პროგრამის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება.