ამ წუთებში, ნოქალაქევში, ,ეგრისობის” სახალხო დღესასწაულის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
15:00 საათიდან, ციხე-ქალაქი, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა თაობის სენაკელს და სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, სანახაობრივად მრავალფეროვანი ღონისძიებებით – ისტორიულ-ეთნოგრაფიული სივრცეებით, გამოფენებით, კულტურული, გასართობი და შემეცნებითი აქტივობებით, თეატრალური წარმოდგენებით უმასპინძლებს.
17:00 საათიდან, სახალხო დღესასწაულისთვის მოწყობილ სცენაზე, საპატიო სენაკელების წარდგენა-დაჯილდოების ცერემონიალი დაიწყება.
დღესასწაულს დაასრულებს გალა -კონცერტი ცნობილი ქართველი შემსრულებლების: დათუნა სირბილაძის, აჩიკო ნიჟარაძის, საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრის – მაესტრო დავით მაზანაშვილის მონაწილეობით.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, ,,ეგრისობის” სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, ნოქალაქევის მიმართულებით, ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს, მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.