„მერების შეთანხმება აღმოსავლეთი“ (#CoMEast) შემუშავებული პროექტის – ,,ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა სენაკის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის შესაბამისად’’ – ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მდივანთან, დალი ქაჩიბაიასთან და მერის წარმომადგენელთან ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვარდო ჩიქობავასთან ერთად, ზემო ჭალადიდში მცხოვრებ 9 სოციალურად დაუცველ ოჯახს ენერგოეფექტური შეშის ღუმელები გადასცეს.
ენერგოეფექტური შეშის ღუმელი ასევე გადაეცა უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს.
პროექტის ფარგლებში, ქალაქის №1, №2, №6 ბაგა-ბაღებს და ზემო ჭალადიდის საბავშვო ბაღს, აღსაზრდელთა ჯგუფების რაოდენობის შესაბამისად, 15 ერთეული ენერგოეფექტური ღუმელი გადაეცათ;
ასევე დაგეგმილია: №1 ბაგა-ბაღის გარე სივრცეში, მზის ენერგიაზე დამტენი სანათების მონტაჟით – რეკრეაციული ზონის მოწყობა;
სამიზნე ბაღებში – არსებული ნათურების LED ნათურებით ჩანაცვლება;
პროექტის მიზანია, ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევა და ენერეტიკულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.