დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან და მოადგილესთან, ნანა ზარანდიასთან ერთად, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან მორიგი თათბირი გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე, სამსახურებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან, მუნიციპალიტეტის მერმა, ანგარიშები მოისმინა ინფრასტრუქტურული პროექტების, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებზე განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების, გამოცხადებული ტენდერების, კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული აქტივობების, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
მერმა სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მეტი მობილიზაციისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა. მან, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ გამოწვევებთან და მათ ეფექტურად გადაჭრასთან დაკავშირებით, მითითებები გასცა.