#დაიწყო ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ლეგოგიეს უბნის გზის კაპიტალური რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო არეალი 4 495 გრძივ მეტრს მოიცავს.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად #მოწესრიგდება დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, საფეხმავლო ბილიკი, სანიაღვრე სისტემა.
რეაბილიტაციას, რომელიც დეკემბრის თვის ბოლოს დასრულდება, სს ,,არქეოპოლისი“ ახორციელებს.
პროექტი, ღირებულებით – 1 671 421 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით #მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ედიკა ბერაია, ადგილზე გაეცნენ.
პარალელურად, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ასევე #მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე –
სიმონ ჯანაშიას ქუჩაზე, 298 გრძივ მეტრზე, სასაფლაოს შიდა გზაზე; ღირებულებით – 1 431 139 ლარი;
მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში – 580 გრძივ მეტრზე, საწულეისკირიოს უბნის გზაზე; ღირებულებით – 241 400 ლარი;
ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში – 2 637 გრძივ მეტრზე, ცენტრალურ გზაზე; ღირებულებით – 745 335 ლარი;
უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის ლეხაბურზანიესა და ლეკორშიეში – 638 გრძივ მეტრზე, შიდა საუბნო გზებზე; საერთო ღირებულებით – 236 791 ლარი;
მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში – 1 371 გრძივ მეტრზე, ჭუბაბრიების და მილორავების უბნების გზებზე; ღირებულებით – 549 080 ლარი;
გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულის საკუპრეიშვილოში – 920 გრძივ მეტრზე, შიდა საუბნო გზაზე; ღირებულებით – 397 649 ლარი;
ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში – 620 გრძივ მეტრზე, ეწერის უბნის გზაზე; ღირებულებით – 219 024 ლარი;
ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის ლებაღათურიეში – 2 480 გრძივ მეტრზე, სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე; ღირებულებით – 219 024 ლარი.