საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ ეტაპზე, 9 ლოკაციაზე #მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის ფარგლებში, სრულად #ეწყობა დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, საფეხმავლო ბილიკები, სანიაღვრე სისტემები.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან ერთად, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულის საკუპრეიშვილოს უბანში – 920 გრძივ მეტრზე, მიმდინარეობს გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, ღირებულებით – 397 649 ლარი.
2024 წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას 28 პროექტი #შეემატა, მათ შორის: 24 – საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტია.
ასფალტო-ბეტონის საფარი 30 გრძივ მეტრზე #დაიგო.
მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, #მოეწყო სახიდე გადასასვლელები, ხიდ-ბოგირები, მილხიდები, ახალი სანიაღვრე სისტემები.