მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

პროექტი ,,ღია კარი თბილ სახლში” დასრულდა

შემაჯამებელი შეხვედრით და პანელური დისკუსიით დასრულდა ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული, სენაკის სათემო განათლების ცენტრის პროექტი – ,,ღია კარი თბილ სახლში“.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა, გივი მისაბიშვილმა, კულტურის და ახალგაზრდობის მიმართულებით, ამავე სამსახურის სპეციალისტმა, გვანცა მალანიამ, მერის თანაშემწემ, ნიკა ქეცბაიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა, ნონა ქადარიამ.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, თვითრეალიზაციის და თვითდამკვიდრების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
პროექტის ფარგლებში, სენაკის სათემო განათლების ცენტრმა, ნოქალაქევში მოაწყო ახალგაზრდული ბანაკი, სადაც პროექტის მონაწილე ახალგაზრდები, ორი დღის მანძილზე, სპორტულ, საგანმანათლებლო, შემეცნებით და სხვადასხვა გასართობ აქტივობებში ჩაერთნენ.
ასევე, გაიმართა შეხვედრა-დისკუსია ფსიქოლოგთან, მოეწყო კინო-ჩვენებები, ფერების ფესტივალი.
პროექტით, რომელიც სამი თვის მანძილზე გაგრძელდა, დევნილთა დასახლებაში, მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულსა და ქალაქში მცხოვრებმა, 100-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისარგებლა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

დეკემბერი 2024
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content