ეს კადრები ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ლეგოგიეს საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახავს
წლების შემდეგ, მიმდინარე წელს, #პირველად_ხორციელდება ლეგოგიეს შიდა საუბნო გზის კაპიტალური რეაბილიტაცია – 4 595 გრძივ მეტრზე.
პროექტის ფარგლებში, სრულად #მოწესრიგდება დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, საფეხმავლო ბილიკები და სანიაღვრე სისტემა.
პროექტი, ღირებულებით – 1 671 421 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით #მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, ადგილზე გაეცნენ.