სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, სენაკის ტექნოპარკში, 2022-2023 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 92 წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცა.
მრავალფეროვანი შემეცნებითი აქტივობებით დატვირთულ შეხვედრაზე, ექსპრომტად შექმნილ 4 გუნდს შორის გაიმართა ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად?როდის?” ,გამარჯვებული გუნდის წევრებს სამახსოვრო სერთიფიკატები გადაეცათ.
წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ინგა ქარდავამ, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა, გივი მისაბიშვილმა და სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ელისო შურღაიამ.