დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, დიმიტრი ჯაიანის სახელობის საკონცერტო დარბაზში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილობით, საახალწლო კონცერტი გაიმართა.
საღამოს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმონადგენლებთან ერთად დაესწრო.
საახალწლო კვირეულის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებამ, 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღის აღსაზრდელს, საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, სადღესასწაულო კვურეულის ფარგლებში, საახალწლო ნობათები ასევე გადასცა მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის 225 ბენეფიციარს.
საახალწლო კვირეული სენაკში, 31 დეკემბერს, შემეცნებითი, გასართობი აქტივობებითა და გალა კონცერტით დაიხურება.