დღეს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ელისო შურღაიას ინიციატივით, სანახაობრივად დატვირთული საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებში, მოეწყო: საახალწლო სოფელი, გამოფენები, მუსიკალური საკრავების, ჭადრაკის, საბავშვო და გასართობი სივრცეები, ზღაპრების გმირების მსვლელობა.
საღამო გალა კონცერტით და დისკოტეკით დასრულდა.
მასში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.