სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ და მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, შობა-ახალი წელი იმ ადამიანებს მიულოცეს, რომელთაც პროფესიული მოვალეობის შესრულება 24 საათიან რეჟიმში უწევთ.
სენაკის მერი, მოადგილეებთან ერთად, ახლადრეაბილიტირებული სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორს, ლუარა დგებუაძეს და საავადმყოფოს პერსონალს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორს, ნანა ჯიჯიხიას და ცენტრის მედიკოსებს, კლინიკა ,,სენა-მედის“ ხელმძღვანელს, გიორგი თოლორდავას და კლინიკის პერსონალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს უფროსს, ირაკლი ქირიას და სამართალდამცავებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სენაკის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მეხანძრე-მაშველებს შეხვდა, ახალი 2025 წელი მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის, მადლობა გადაუხადა.