ჩემს სენაკელებს, საქართველოს ფარგლებსა და ემიგრაციაში მცხოვრებ თანამემამულეებს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვულოცავ შობა-ახალ 2025 წელს.
ბედნიერება, სიუხვე, ჯანის სიმრთელე, მშვიდობა და კეთილდღეობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახს.
ჩვენს სამშობლოს კიდევ უფრო მეტ წინსვლას, გაძლიერებას და გაერთიანებას ვუსურვებ.
ახალი წლის მოლოდინი განვლილის შეჯამებასა და სამომავლო გეგმების დასახვას უკავშირდება.
ჩვენს მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, 2024 წელსაც, უწყვეტი ტემპით მიმდინარეობდა წინსვლისა და ეკონომიკური განვითარების პროცესი.
ერთობლივი ძალისხმევით განვახორციელეთ მნიშვნელოვანი მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები, მასშტაბური სამუშაოები – სოფლის მეურნეობისა ტურიზმის სექტორების განვითარების მიმართულებით.
მნიშვნელოვანი მიღწევები და უპრეცედენტო შედეგი – არა მხოლოდ ცოფრებით, არამედ, ჩენი საქმიანობის კონკრეტული შედეგებით დასტურდება.
მჯერა, 2025 წელს, ჩვენ შევძლებთ დასახული მიზნების აღსრულებას, ჩვენი მუნიციპალიტეტის წინსვლის, განვითარებისა და თანაქალაქელთა საკეთილდღეოდ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ჯანის სიმრთელეს, ბარაქით, სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით აღსავსე დღეებს, წინსვლას და წარმატებას!
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი