მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ტრადიციული ,,ალილოს” მსვლელობა სენაკში

სენაკში, შობის მახარობლებმა, მოსახლეობას მაცხოვრის შობა გალობით ახარეს.
სასულიერო პირების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ,,ალილოს” მრევლის მსვლელობა, საწინამძღვრო ჯვრების, შობის ხატისა და დროშების თანხლებით, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და სენაკის ცენტრალური ქუჩების გავლით, სახვითი ხელოვნების გალერეასთან დასრულდა.
ტრადიციულ მსვლელობაში მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, მუნიციპალური აიპების წარმომადგენლებმა მიიღეს.
საშობაო ალილოზე შეგროვებული ნობათი მზრუნველობამოკლებულ მოხუცებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემათ.
ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტრადიცია 2000 წლიდან აღდგა.
ქრისტეშობის სადღესასწაულო მსახურება ეკლესიებსა და მონასტრებში, შობის ღამეს, ყველა სარკმელთან დანთებული სანთელი – მაცხოვრის დაბადების სიმბოლო – უწმინდესის კურთხევაა და მისი მეოხებით აღდგენილი ტრადიცია.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

იანვარი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content