31 იანვარს, მართლმადიდებლური ეკლესია, წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის და მენჯის მთავარანგელოზთა სავანეში მოღვაწე წმინდა ალექსი ბერის ( შუშანია) ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმინდანის სავანეში, ღირსი მამის აღსრულებიდან მე-102 წლისთავთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა აღევლინა.
განუზომელია დიდი მწიგნობარი და ასკეტი მამის ღვაწლი.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის უმძიმეს პერიოდში მან შექმნა სამონასტრო ცხოვრების უძლიერესი კერა, რომელიც კომუნისტური დევნის პერიოდშიც არ ჩამქრალა და ჩვენამდე მტკიცედ მოიტანა სასულიერი მოღვაწეობის ტრადიციები.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, 1995 წელს, ალექსი ბერი წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 31 იანვარი დააწესა.
2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ალექსი სენაკელის საფლავზე მცირე ბაზილიკური ტაძარი იკურთხა.
ღირსი მამის საფლავის ქვაზე ეპიტაფიაა, რომელიც ანდერძის სახით თავადვე შეადგინა და თაობებს დაუტოვა: ,,…ვაი კაცისა მის, რომლისა სახელი უფროს არს საქმისა და ესე შემემთხვია მე.“
ალექსობას და თამარობას გილოცავთ!