სენაკის ტექნოპარკში, მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს პროექტის – ,,ახალგაზრდები ინოვაციური იდეებისა და მეწარმეობის განვითარების უნარების დასაუფლებლად’’ ფარგლებში, ახალსოფლის, ნოსირის, თეკლათის, მენჯისა და ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, სატრენინგო კურსი დაიწყო.
საპრეზენტაციო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის თანაშემწემ, ნიკოლოზ ქეცბაიამ, ახალგაზრდული საბჭოს კოორდინატორმა, გვანცა მალანიამ, სენაკის ტექნოპარკის მენეჯერმა, თამარ მალანიამ, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა და პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა.
,,ახალგაზრდები ინოვაციური იდეებისა და მეწარმეობის განვითარების უნარების დასაუფლებლად’’ ფარგლებში, ახალგაზრდები დაეუფლებიან:
მეწარმეობისა და ინოვაციური ტექნოლოგიების საფუძვლებს;
გაეცნობიან მეწარმეობის არქეტიპების აწყობას;
ინოვაციური და კრეატიული აზროვნების მახასიათებლებს;
ჩაუტარდებათ ვორქშოფი ინოვაციური აზროვნების, იდეების გენერირების, მომხმარებლის ტიპების, ბაზარზე გასვლის მარკეტინგული სტრატეგიების, პროგრამირების, ლაზერული მჭრელის ტექნიკურ საფუძვლებსა და სხვა საკითხებზე.
ახალგაზრდებს მასტერკლასს წარმატებული მეწარმეები ჩაუტარებენ.
მონაწილეებისთვის, სამეწარმეო სივრცეებში, ორდღიანი, გასვლითი ვიზიტები მოეწყობა.
22 თებერვალს, პროექტის ფარგლებში, შემაჯამებელი ფორუმი გაიმართება.
პროექტს ახორციელებს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაცია, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო -სენაკის ტექნოპარკის მხარდაჭერით.