დღეს, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან და მოადგილესთან, ნანა ზარანდიასთან ერთად, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან, ორშაბათის ტრადიციული თათბირი გავმართე.
სამუშაო შეხვედრაზე, პირველადი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოვისმინე.
ვიმსჯელეთ 2025 წლის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადმინისტრაციულ ერთეულებში საერთო კრებების/კონსულტაციების ჩატარების შესახებ, რომელსაც 12 თებერვლიდან ვიწყებთ.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები თხუთმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობისთვის სასურველი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
ასევე, მიმდინარე წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარს სრულად მივმართავთ სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამისთვის, რაც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ჩვენი მოსახლეობის თვითმმართველობაში ჩართულობის ამაღლებას, მათი ინიციატივით და მათთან ერთად, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.