დღეს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან საერთო კრებები/კონსულტაციები სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდის, ახალსოფლის, ნოსირის, მეორე ნოსირისა და გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გია ნადარაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სექტორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტისთვის 738 000 ლარია გამოყოფილი.
თითოეულმა სოფელმა, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.
ადგილობრივი მაცხოვრებლები, ხმათა უმრავლესობით, თავად წყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.
დღეს გამართულ საერთო კრებებზე განხილულ იქნა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები და ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტები:
ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში
სოფელ მუხურში – საყანე ფართობების ღობის მოწყობა; სკვერის ღობის რეაბილიტაცია; გმირთა მემორიალის რეაბილიტაცია;
სოფელ სირიაჩქონში – გარე განათების ქსელის მოწყობა.
ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში
საგადელიოს უბანში – გარე განათების ქსელის მოწყობა;
ახალსოფლის ცენტრში – მილხიდის მოწყობა;
სოფელ ისულაში – შიდა საუბნო გზებზე – გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელ ისულას საჟვანიოს უბანში – სანიაღვრე არხისა და მილხიდის მოწყობა.
ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში
სოფელ საბესელიოში – საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და რკინიგზის გამიჯვნა საძოვრისგან;
სოფელ შუა ნოსირში – ტრენაჟორის მოწყობა;
სოფელ საოდიშარიოში – გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელ ნოსირში – გარე განათების ქსელის მოწყობა.
მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში
საბარკალაიოს უბანში – გარე განათების ქსელის მოწყობა;
საგუდავოს უბანში – გარე განათების ქსელის მოწყობა;
სალოლუოს უბანში – სასაფლაოს ღობის მოწყობა;
გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში
ბიბლიოთეკის ეზოს მოწყობა და ბიბლიოთეკის ოთახების რეაბილიტაცია.
14 თებერვალს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციები ძველი სენაკის, ნოქალაქევის, ლეძაძამეს, ფოცხოსა და უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართება.