მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკის მერია 16 ახალგაზრდას სასწავლო კურსს დაუფინანსებს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა – ნეო უნივერსტიტეტის ,,Skillwill” ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ონლაინ კურსებზე 48 სენაკელი ახალგაზრდა დარეგისტრირდა, მათგან კი, კომისია, 16 ახალგაზრდას შეარჩევს.
მერიის სხდომათა დარბაზში, კომისიამ, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია ხელმძღვანელობს, შემადგენლობით – მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი; ნეო უნივერსიტეტის ,,Skillwill “ სტუდენტთა წარმატებაზე ზრუნვის გუნდის ხელმძღვანელი, მაია მჟავანაძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე, ნიკოლოზ ქეცბაია; ახალგაზრდობისა და კულტურის მიმართულებით – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტი, გვანცა მალანია, აპლიკანტებთან გასაუბრება გამართა.
20 თებერვლიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, 16 ახალგაზრდას პროფესიული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს და სრულად დაუფინანსებს Skillwill-ის ციფრული მარკეტინგისა და პროგრამირების კურსებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, მიიღონ თანამედროვე ტექნოლოგიური განათლება და დაიწყონ მაღალშემოსავლიანი კარიერა.
პროექტის ფარგლებში, 2023-2026 წლების ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის შესაბამისად, ახალგაზრდების დასაქმებისა და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2024 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, 30 სენაკელ ახალგაზრდას, სრულად დაუფინანსა IT ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კურსები.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

თებერვალი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728  
Skip to content