დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,,სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის” ორგანიზებით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია – ,,გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი” – გაიმართა.
ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლებმა, სისხლი დღესაც უანგაროდ გაიღეს.
სისხლის დონაციის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი, ნატალია ხუბუა ესწრებოდნენ.
დონაციის აქცია ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივებას, უმეტეს შემთვევაში კი, სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს.
მსგავს კამპანიაში მონაწილეობის მზადყოფნის სურვილს მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო მუდმივად გამოთქვამენ.