მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს პროექტი ფორუმით დასრულდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს პროექტის – ,,ახალგაზრდები ინოვაციური იდეებისა და მეწარმეობის განვითარების უნარების დასაუფლებლად’’ – ფარგლებში, სენაკის ტექნოპარკში, შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა.
,,ახალგაზრდები – ინოვაციების ეკოსისტემაში, გამოწვევები და შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე” – ფორუმის მთავარმა მომხსენებელმა, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა. ვახტანგ ბააკაშვილმა ისაუბრა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდებისთვის მოქმედ და დაგეგმილ მუნიციპალურ პროგრამებზე ისაუბრა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის საერთაშორისო და რეგიონული პროექტების კოორდინატორმა, ეკატერინე გვარამიამ აქცენტები ახალგაზრდული საბჭოების მნიშვნელობასა და გაძლიერებაზე გააკეთა.
ინოვაციური იდეებისა და მეწარმეობის უნარების დაუფლების დეტალებზე, პროექტის მნიშვნელობასა და შედეგებზე, სენაკის ტექნოპარკის მენეჯერმა, თამარ მალანიამ ისაუბრა.
ახალგაზრდა სტარტაპერებს საკუთარი გამოცდილება საგრანტო კონკურსის – ,,GITA 25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტი რეგიონებს’’ – გამარჯვებულმა, ანრი დუდუჩავამ გაუზიარა.
პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და შედეგებზე, ნოსირისა და თეკლათის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა – ანა კირტავამ, გიორგი აბურჯანიამ, ანასტასია ყალიჩავამ და ლიზი სახოკიამ ისაუბრეს.
პროექტის მონაწილეებს – ახალსოფლის, ნოსირის, თეკლათის, მენჯისა და ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, სერთიფიკატები და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
შემაჯამებელ ფორუმს ესწრებოდნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, ახალგაზრდული საბჭოების ასოციაციის ხელმძღვანელი, ილარიონ ფიფია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწეები – მარინე ფაღავა, ნიკოლოზ ქეცბაია, კულტურისა და ახალგაზრდობის მიმართულებით – მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტი, ახალგაზრდული საბჭოს კოორდინატორი, გვანცა მალანია, მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრები და პროექტში ჩართული ახალგაზრდები.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა:
9 საგანმანათლებლო ტრენინგი;
,,ფერმა სენაკში” დამფუძნებლის, სენაკელი მეწარმის, მურმან გვასალიას და ახალგაზრდული საბჭოს წევრის, ანასტასია ჯანაშიას მასტერკლასები;
გასვლითი ვიზიტები – ,,ირმას ორანჟერეას” დამფუძნებელთან, ირმა ადამიასთან და ქართული წარმოების ბრენდის ,,თამისი” დამფუძნებელთან, თამარ გელაშვილთან;
შეიქმნა მოხალისეთა კლუბი.
პროექტი – ,,ახალგაზრდები ინოვაციური იდეებისა და მეწარმეობის განვითარების უნარების დასაუფლებლად’’- ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციამ, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო -სენაკის ტექნოპარკის მხარდაჭერით განახორციელა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

თებერვალი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728  
Skip to content