ამ წუთებში, სენაკის მუმიციპალიტეტის მასშტაბით, როგორც ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო, ასევე, ადმინისტრაციულ ერთეულებში – შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალური სამსახურებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა.
აღდგენილია დაზიანებული ელექტეოსადენები და მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას როგორც ქალაქში, ასევე მიმდებარე სოფლებში.
მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
24/7-ზე მუშაობს ცხელი ხაზი და ყველა შემოსულ ზარზე ხდება დროული რეაგირება.