სენაკის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები.
ამ დროისთვის, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო, ასევე – შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ედიკა ბერაია.
გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალური სამსახურებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა.
ამ ეტაპზე იწმინდება საავტომობილო გზები თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გოლასკურში, ეკის, ჭალადიდის, ახალსოფლის, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას როგორც ქალაქში, ასევე მიმდებარე სოფლებში.
მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
24/7-ზე მუშაობს ცხელი ხაზი და ყველა შემოსულ ზარზე ხდება დროული რეაგირება.