მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

დედისა და ქალთა დღეები სენაკში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, პროექტის – ,,დედას, ქალს, გაზაფხულს…”ფარგლებში, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით, დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საღამოზე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტრაგიკულად დაღუპული სენაკელი ქალბატონის, სოფო დარსალიას ხსოვნას.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიციატივით, მესამე წელია, ახორციელებს პროექტს – ,,დედას, ქალს, გაზაფხულს…”, რომლის ფარგლებში,
ყოველი წლის გაზაფხულზე, 8 მარტს, სენაკის მერია, აჯილდოვებს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ღვალწლმოსილ ქალბატონებს.
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, დედისა და ქალთა დღეები მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს კულტურის სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილ ქალბატონებს, რომელნიც ათეული წლებია ღირსეულად დგანან ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებისა და პოპულარიზაციის სადარაჯოზე.
,,კოლხური ტრიოს” წევრებს, ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის მუზეუმებში, თეოფანე დავითაიას მუზეუმსა და საბიბლიოთეკო სფეროში მოღვაწე ქალბატონებს, კულტურული ფასეულობების პოპულარიზაციის, სამუზეუმო და სანიბლიოთეკო საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.
საღამოს ესწრებოდნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, ფრაქცია – ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content