მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ჟიული შარტავა 81

საქართველოს ეროვნული გმირების: ჟიული შარტავას 81-ე, გურამ გაბესკირიას 78-ე და გენო ადამიას 89-ე დაბადების თარიღების აღსანიშნავად გამართული კვირეულის ფარგლებში, დღეს, ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში, პედაგოგმა, გულნარა ბარკალაიამ, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას თემატური გაკვეთილი და ესსების კონკურსი ,,მე და ჟიული“ მიუძღვნა.
მეათე კლასის მოსწავლეებმა გააცოცხლეს ჟიული შარტავას ცხოვრების გზა, მოღვაწეობის წლები და აფხაზეთში მისი გმირული აღსასრულის ამბავი.
თემატურ გაკვეთილს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კოტე ბასარია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ელისო შურღაია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.
კვირეულის ფარგლებში, დღეს, სენაკის ტექნოპარკში, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ელისო შურღაიას ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ვიქტორინა – ,,…და შენამდე არც თუ ისე შორია…” – გაიმართა.
მასში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა სამმა გუნდმა: ,,დიოსკურია“, ,,ფრთამოტეხილი მაფშალია და ,,ფსოუს წყალი“ მიიღო.
ჟიურიმ, შემდეგი შემადგენლობით – სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, საკრებულოს ფრაქცია – ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე, ნიკოლოზ ქეცბაია, გამოავლინეს გამარჯვებული გუნდი – ,,დიოსკურია“.
ვიქტორინის ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა.
დღე, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზის სცენაზე, ჯემალ მონიავას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით – ,,ჯვარცმული ბედნიერება’’ დასრულდა.
სპექტაკლს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
,,ჯვარცმული ბედნიერების’’ რეჟისორია ვეფხვია გორგოძე.
იგი აფხაზეთის ომის თემაზეა შექმნილი და ომის სისასტიკის ფონზე განვითარებული აფხაზი გოგონასა და ქართველი ბიჭის სიყვარულის ამბავზე მოგვითხრობს.
სპექტაკლში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი’’ მსახიობები მონაწილეობდნენ.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content