მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,მწვანე მოლაშქრეებმა” პრეზენტაცია გამართეს

დღეს, სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეაში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ტურისტული კლუბის – ,,მწვანე მოლაშქრეები“ წევრების მიერ – კლუბის ხელმძღვანელი – ნატალია წულაია, წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია თემაზე – ,,შხეფის ციხე’’ და 2024 წელს განხორციელებული აქტივობების ანგარიში.
კლუბის წევრებმა ისაუბრეს კლუბის დაარსებისა და განვითარების ისტორიაზე. მათ მიერვე შექმნილი ვიდეო-კოლაჟების სახით წარმოადგინეს ისტორიულ-კულტურული, რელიგიური და ბუნების ძეგლების შესწავლის მიზნით განხორციელებული ლაშქრობების, ექსკურსიების, ტურისტულ ბუკლეტებზე მუშაობის, მათი საზოგადოებაში გავრცელების, პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეით ბრიგადასთან თანამშრომლობისა და სხვა მრავალფეროვანი აქტივობების საინტერესო ნიუანსები.
შთამბეჭდავად წარმოაჩინეს სენაკის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლი – შხეფის ციხე.
საზოგადოებას გააცნეს კლუბის სამომავლო ხედვები.
პრეზენტაციას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ეჯიბია, შესაბამისი სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content