სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი (MoU), რომლის მიზანია მუნიციპალიტეტთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება; კოლხეთის ეროვნული პარკისა და მიმდებარე ტერიტორიებზე – ტურიზმის განვითარების ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება; კოლხეთის დაბლობის – როგორც ეკოტურისტული მიმართულების – იდენტობის გაძლიერება; მომავალი თაობებისთვის – კოლხეთის ეროვნული პარკის უნიკალური ბუნებრივი და კულტურული რესურსების შენარჩუნება.
შეხვედრას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ტურიზმის მიმართულებით – მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტი, თეიმურაზ კუბეცია ესწრებოდნენ.
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი (MoU) ქმნის თანამშრომლობის სტრატეგიულ ჩარჩოს – სენაკის, ზუგდიდის, ხობის, ფოთის, აბაშის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს – კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას შორის.
აღნიშნული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მდგრადი ეკონომიკური განვითარება, გარემოს დაცვა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა და შექმნილი შესაძლებლობების, ბუნებრივი და კულტურული რაციონალური გამოყენება.