

გამოფენა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთნ ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა, გივი მისაბიშვილმა დაათვალიერა.
კვირეული, სიმბოლურად, მწერლის დაბადების დღეს, 23 მარტს დასრულდება.
კვირეულის ფარგლებში, ხვალ,14:00 საათზე, ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში, თემატური საღამო გაიმართება.
19 მარტს, 15:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი უმასპინძლებს ჯემალ აჯიაშვილის პოეტური შემოქმედებისადმი მიძღვნილ მხატვრული კითხვის კონკურსს.
20 მარტს, 14:00 საათზე, მწერლის მშობლიურ მეორე საჯარო სკოლაში გაიხსნება ჯემალ აჯიაშვილის სახელობის კაბინეტი. ღონისძიებას ლიტერატურული კომპოზიცია დაასრულებს.
21 მარტს, 14:00 საათზე, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმში გაიმართება სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა – ,,ნახატები ებრაულ მოტივებზე”; 15:00 საათიდან – გაიმართება რეჟისორ, მიხეილ ჭიაურელის ფილმის ჩვენება, თემატური პრეზენტაციები, კომპოზიციები.
23 მარტს, 13:00 საათზე, გამოჩენილი ქართველი ებრაელი მწერლის, ჯემალ აჯიაშვილის 81-ე დაბადების დღეს, მშობლიური ქალაქი კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს მწერლის ხსოვნას და მისი სახელობის სკვერში, მწერლის ბარელიეფს, ყვავილებით შეამკობენ.