მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ჯემალ აჯიაშვილი 81

სენაკში, გამოჩენილი ქართველი ებრაელი მწერლის, პოეტის, ილია ჭავჭავაძის სახელობისა და ივანე მაჩაბლის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, სენაკის საამაყო შვილის, ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული მიმდინარეობს.
დღეს, მწერლის მშობლიურ მეორე საჯარო სკოლაში – ჯემალ აჯიაშვილის სახელობის კაბინეტი გაიხსნა.
ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა მონაწილეობით, ასევე გაიმართა თემატური ლიტერატურული კომპოზიცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სენაკის საგანამანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ელისო შურღაია, სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, დემნა ჭანტურია, განათლების მიმართულებით – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტი, ირმა კუპრეიშვილი, სენაკის საპატიო მოქალაქე, ჟიული შარტავას მუზეუმის სპეციალისტი, მარინე აბრამია, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.
19 მარტს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, 17 საჯარო და კერძო სკოლის მონაწილეობით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, ჯემალ აჯიაშვილის პოეტური შემოქმედებისადმი მიძღვნილი, ტრადიციული მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა.
პირველი ადგილი – ზანის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლინდა მირგატიამ დაიკავა.
მეორე ადგილი წილად ხვდა სენაკის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეს, ცოტნე კაციას.
მესამე ადგილზე გავიდა გენო ადამიას სახელობის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, მათე მეფარიშვილი.
საღამო მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სპეციალისტს, ლია ღვამბერიას მიჰყავდა.
საღამოს ესწრებოდნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, ფრაქცია – ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, საკრებულოს წევრი, მარინე ნანეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ელისო შურღაია, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლები.
ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 18 მარტს, ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში, მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, თემატური ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.
ხვალ, 21 მარტს, კვირეულის ფარგლებში, 14 საათიდან, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმში გაიმართება სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა – ,,ნახატები ებრაულ მოტივებზე”; 15 საათიდან – რეჟისორ, მიხეილ ჭიაურელის ფილმის ჩვენება, თემატური პრეზენტაციები, კომპოზიციები.
23 მარტს, 13საათზე, მშობლიური ქალაქი კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს მწერლის ხსოვნას და მისი სახელობის სკვერში, ჯემალ აჯიაშვილის ბარელიეფს, ყვავილებით შეამკობს.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content