დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოზარდებს, მათ მშობლებს შეხვდნენ და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.
დღეს, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, საბავშვო სპექტაკლი გაიმართება. აქტივობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებს, სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.
სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების საბავშვო და ბაგა-ბაღებში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ტრადიციული აქტივობებით აღინიშნა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, დაუნის სინდრომის მქონე 10 მოზარდზე, ყოველკვარტალურად ფულად დახმარებას გასცემს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, ამ მიზნობრივ ჯგუფს, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სამედიცინო სარეაბილიტაციო მომსახურეობისა და ამბულატორიული კვლევების დაფინანსებით უზრუნველყოფს.