მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში მუსიკალური კონკურსი ,,ააჟღერე კინომუსიკა” ჩატარდა

🎶25 მარტს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს მხარდაჭერითა და მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ელისო შურღაიას ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, მუსიკალური კონკურსი – ,,ააჟღერე კინომუსიკა” გაიმართა.
✨კონკურსში მონაწილეობა 22-მა საჯარო და კერძო სკოლამ მიიღო.
🏆კონკურსის გრანპრის მფლობელი სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის საჯარო სკოლის მოსწავლე, ლიზი კილასონია გახდა.
🥇პირველი ადგილი წილად ხვდათ:
🔸გენო ადამიას სახელობის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეს, დავით ჟვანიას.
🔸ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეს, ანასტასია ზუხბაიას;
🔸მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებს: ელენე ლომაიას და ნინო სიჭინავას;
🔸მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებს: ნინო გაბესკირიას და საბა ქობალიას;
🔸კერძო სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეს, თამარ ვეფხვაძეს;
🔸თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებს: კახა პერტაიას და ლუკა ადამიას;
🔸ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეს, ლიზი ჩიტაიას;
🔸ხორშის საჯარო სკოლის მოსწავლეს, ბარბარე ცაავას;
🔸მენჯის საჯარო მოსწავლეს, ნინო კვაჭაძეს;
🔸უშაფათის საჯარო სკოლის მოსწავლეს, ლიზი ზარიძეს.
🥈მეორე ადგილზე გავიდნენ:
🔸კოტიანეთის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები: საბა ბეჩეხია და მარიამ ფაჩუაშვილი;
🔸თეკლათის საჯარო სკოლის მოსწავლე, რუსუდან თოდუა;
🔸ეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ნია და ამანდა ადამიები;
🔸ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე, ელენე მალანია;
🔸გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლე, ქეთი ვაშაკიძე;
🔸ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის მოსწავლე, კახა გვილია;
🔸ხორშის საჯარო სკოლის მოსწავლე, ბარბარე ცაავა;
🔸ზანის საჯარო სკოლის მოსწავლე, ნამცეცა ადამია.
✨დასახელდნენ ჟიურის და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რჩეული მონაწილეები: ახალსოფლის, ლეძაძამეს, ძველი სენაკისა და ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლები.
👥კონკურსს ესწრებოდნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, ფრაქცია – ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, საკრებულოს წევრი, მარინე ნანეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლები.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content