1 ივნისს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პარტნიორობით, „წისქვილი ჯგუფის“ და „მეიდან ჯგუფის“ ორგანიზებით, ძველ თბილისში, „ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ანსამბლმა ,,კოლხური ტრიომ”, მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,გოგალაიმ” მიიღეს. გამოიფინა ხალხური რეწვის ადგილობრივი ოსტატების ნამუშევრები, მსოფლიოში აღიარებული სენაკელი მხატვრის, რეზო ადამიას ნახატები, ადგილობრივი მეწარმეების – ვენერა ლიპარტიას და ზაალ დემურიას პროდუქცია.
ფესტივალს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ფესტივალს სენაკის მუნიციპალიტეტი მეორედ შეუერთდა.