სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან ერთად, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს, დავით კვინიკაძეს შეხვდა და წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია უტარდება სათავე ნაგებობებს, არსებულ ჭაბურღილებსა და სატუმბ სადგურს. ეწყობა 187,5 კმ – წყალმომარაგების, ხოლო 5,5 კმ – მაგისტრალური ქსელი. დამატებით აშენდება ახალი შემკრები, ბუსტერული ტიპის სატუმბი სადგური და აღრიცხვის კვანძები.
დღეის მდგომარეობით, მოწყობილია 55 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი.
პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, ეტაპობრივად, 2026-2027 წლებში დასრულდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქ სენაკის 3 670-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტის ღირებულება 51 მილიონ ლარზე მეტია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.