სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება
ქალაქის ცენტრალურ პარკში, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის მიერ, აქტიურად მიმდინარეობს საფრთხის შემცველი ხეების მოჭრის სამუშაოები.
აღნიშნული ინიციატივა მიმართულია, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და პარკის ეკოსისტემის დაცვისთვის.
სპეციალისტთა შეფასებით, პარკში არსებული რამდენიმე ხე იყო დაზიანებული და სტიქიური მოვლენების, განსაკუთრებით კი ძლიერი ქარის დროს, მათი მოგლეჯის საფრთხე არსებობდა. ასეთ შემთხვევაში კი შესაძლოა არა მხოლოდ ჯანსაღი ხე-მცენარეები დაზიანებულიყო, არამედ პარკში მყოფი მოქალაქეებიც საფრთხის წინაშე აღმოჩენილიყვნენ. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ცენტრის გადაწყვეტილებით, ყველა დაზიანებული და სიცოცხლისუნარდაკარგული ხე მოიჭრა.
ყველა იმ ადგილას, სადაც ხეები მოიჭრა, უახლოეს პერიოდში დაირგვება ახალი ნერგები. იგეგმება გამწვანების ღონისძიებების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს პარკის ეკოლოგიური ბალანსის აღდგენასა და განახლებას.
მოსახლეობის უსაფრთხოება, სუფთა და კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია