დღეს, სენაკში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ლევან ხაჯალიას ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ხსოვნას პატივი სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიაგო.
სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შედგა, სადაც სენაკის მერი, მოადგილეებთან და ლევან ხაჯალიას ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა. ტაძრის წინამძღვარმა, მამა ავგუსტინემ, გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
ლევან ხაჯალია, 1907 წელს, სენაკში დაიბადა და გაიზარდა. 1941 წელს ომში გაიწვიეს, 1945 წლიდან კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
80 წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო პირების ნეშტების იდენტიფიცირების და მედალიონის პოვნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათგან ერთ-ერთი, ლევან ხაჯალიას ეკუთვნოდა.
ნეშტის გადმოსვენება განახორციელეს ოჯახის წევრებმა და ა(ა)იპ ,,ფონდმა დაბრუნებამ’’.