სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ კუპრეიშვილი, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერ ცირა მესხიასთან ერთად, ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და მეწარმეობით დაინტერესებულ პირებს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის მიერ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებს. განიხილეს სახელმწიფო სერვისები, ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები და ინიციატივები.
საუბრისას აღინიშნა, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდაჭერის გზით. ცირა მესხიას თქმით, სააგენტოს პრიორიტეტებია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და სამეწარმეო პოტენციალის განვითარება.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.