სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან ერთად, ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულის ლედემურიეს უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, 2,2 კილომეტრზე მიმდინარეობს საფარის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ღირებულება 831 339 ლარს შეადგენს და 2025 წლის ოქტომბერში დასრულდება.
პარალელურად, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში, აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში განხორციელდება 22 საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტი, საერთო ღირებულებით 8,4 მილიონი ლარი.