სენაკში, რეაბილიტირებულ მრავალფუნქციურ რეკრეაციულ სივრცეში, ქალაქის ცენტრალურ პარკში, მორიგი ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა.
დაზიანებულია სკვერის ინფრასტრუქტურა, სრულად განადგურებულია სკამების ნაწილი.
მოგიწოდებთ ყველას, გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა – გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, მის ინფრასტრუქტურას, კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს და ქალაქის იერსახეს, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.
ერთად ვიზრუნოთ სუფთა, მოწესრიგებულ და უსაფრთხო გარემოზე!