ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სორტაში, ჩილაჩავების უბანში, აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილე ბადრი ქუთელიასთან ერთად გაეცნო.
პროექტის ღირებულება 280 422 ლარს შეადგენს.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი პირველად იგება, რაც მოსახლეობას კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.
ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში, საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება პატარა შხეფისა და საარახამიოს უბნებში.