ქალაქ სენაკის ცენტრალურ პარკში, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და პარკის ეკოსისტემის დაცვისთვის მოჭრილი, დაზიანებული და სიცოცხლისუნარდაკარგული ხეების ადგილას, ახალი ნერგები დაირგო.
საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის მიერ, აქტიურად მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები.
ამ ეტაპზე დაირგო არყის, ამბრის ხეები და მარადმწვანე ბუჩქი – ფოტინია.
გამწვანების ღონისძიებები გაგრძელდება.