გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, 2025 წლის კონკურსის „მწვანე ჯილდო“ გამარჯვებულები გამოავლინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გამარჯვებულებს დამსახურებული წარმატება მიულოცა. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრმა ყურადღება გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებაში პედაგოგების როლზე გაამახვილა.
გამოცხადებულ კონკურსში, საქართველოს მასშტაბით მონაწილე 200-მდე პედაგოგსა და აღმზრდელს შორის, ფინალისტთა ათეულში გავიდა სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების მეექვსე ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგი, ლანა კუჭავა.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.