დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლაში, პროექტის – ,,ხელოვნების საკვირაო სკოლა” ,,მომავლის არქიტექტორები 2025-ის” ფარგლებში, სახვითი და დეკორატიული-გამოყენებითი ხელოვნების აბიტურიენტ მოსწავლეებთან შეხვედრა და მათი ნამუშევრების შემაჯამებელი გამოფენა მოეწყო.
შეხვედრას მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი ხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით და მიზნად ისახავს სახელოვნებო განათლებისა და ხელოვნების დარგების პოპულარიზაციას, ნიჭიერი თაობის გამოვლენასა და მხარდაჭერას.