სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების საბავშვო და ბაგა-ბაღების სასკოლო ასაკის 332-მა აღსაზრდელმა, აქტივობის – ,,გვიხმობს სკოლა…“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიისგან და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებისგან, საჩუქრად, სასკოლო ნივთები მიიღო.
ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.