სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორმა, ალექსანდრე ჯანჯღავამ, საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის პრეზენტაციას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბაღების გაერთიანების წარმატებულ საქმიანობაზე, ამ მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და გაერთიანების საქმიანობის ანგარიში შეაჯამეს.
საქართველოს ზოგადი განათლების პროფესიული კავშირის სენაკის მუნიციპალიტეტის კოორდინატორმა, გულნარა ბარკალაიამ და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სენაკის მუნიციპალიტეტის კოორდინატორმა, მამუკა კუჭავამ, პრეზენტატორებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
სააღმზრდელო წლის მანძილზე წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობისთვის, მოპოვებული მიღწევებისთვის, სიგელებით დაჯილდოვდნენ სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების საბავშვო და ბაგა-ბაგების აღმზრდელ-მასწავლებლები.